06:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 12:53:47, 461 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში

ოპოზიციაში ისეთი პოლიტიკური ფიგურები არიან, მათი ერთობა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაზე ელენე ხოშტარიას მიერ დაწყებული შიმშილობაც მიუთითებს.

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში. მესმის, რომ თავიანთი პატრონები გარედან ცდილობენ მათ ერთ პლატფორმაზე თავმოყრას, ამის არაერთი მცდელობა იყო. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მესმის მათიც – თუ პოლიტიკურ პროცესებში არ მიიღებ მონაწილეობას, რადარებიდან გაქრები და ხალხის მცირე მხარდაჭერაც არ გექნება. შესაბამისად, ვხედავთ განხეთქილებას, თუმცა დეტალებში არ მინდა შევიდე. ჩვენ მზადება დაწყებული გვაქვს მომდევნო არჩევნებისთვის, არსებობს გამწვევები, რასაც ღირსებული პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიციის წარმოამდგენლები საგამოძიებო კომისიაზე განგებ არ ცხადდებიან და ამ გზით პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ.

„საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებაც მათი მხირდან წინასწარ გადადგმული ნაბიჯებია. კარგად იციან, თუ არ გამოცხადდებიან ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, იციან, რომ სასჯელიც დიდი არ არის და ამით უნდათ პოლიტიკური „ბენეფიტების“ მიღება. ისმის მეორე კითხვა-მართალი ადამიანი თუ ხარ, რა პრობლემაა მისვლა და პასუხების გაცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics