|
2025-06-23 18:58:47, 861 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია
ეს კომისიაც (პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია) ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ დევნა განახორციელოს და ისტორია გადაწეროს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, მაშინ გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. “მე ძალიან დიდი ხანია, ამას ვამბობ და, ვფიქრობ, რომ არ ვცდებოდი და დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ყაიდის, რუსი ოლიგარქი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩამოიცილოს საკუთარი გზიდან, როგორ დაბრკოლება, ყველა ის ადამიანი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი მის მიმართ. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო გახდეს ბელორუსის მოდელი, საკუთარი ძალაუფლებისა და საკუთარი ფინანსური რესურსის დაცვისთვის მეტი მას არაფერი აწუხებს და ამიტომ, ახლა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გააუქმოს ამ ქვეყანაში და ყველანაირ ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე წავიდეს და დააკავოს ადამიანები. ეს კომისიაც ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ დევნა განახორციელოს და ისტორია გადაწეროს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, მაშინ, რა თქმა უნდა, გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია. თეა წულუკიანს მინდა მივმართო - მაინც ფარსია, მაინც ბოროტებაა, მაინც არ გვეშინია, ხვალ რომ დამიბაროს, მაინც არ მივალ. ამით ვერაფერს გააწყობს, მაგრამ ქვეყანას აზიანებს”, - განაცხადა დეკანოიძემ.
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)