15:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 18:01:54, 1133 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს, ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აქტივისტ ნინო დათაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!

ბრძოლა ბოლომდე, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასამხობად!” - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შსს-მ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლის მიმართ 9 ივნისს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics