|
2016-03-18 17:17:03, 2913 ნახვა
სპორტი
მეჭიაური: პატრიარქს გვილანძღავენ და მე უნდა ვურჩიო სიტყვები, როგორ ვთქვა, რომ „ის ერთი ადგილი“ უფრო ლამაზად გამოჩნდეს?!
"რა არის აქ დისკრიმინაციული? კულტურულად აბა როგორ არის მითხარით? ან იქნებ უფრო გრამატიკულად? ლგბტ პირებით - ამის ხსენებით შინაარსი შეიცვლება?", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა თამაზ მეჭიაურმა „იდენტობის“ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, მის მიერ დილით გაკეთებული განცხადების თაობაზე საუბრისას აღნიშნა. "ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან „გაპიდარასტებას“ იწყებენ მგონი ზოგიერთები“ - ამ განცხადების გამო მეჭიაური დისკრიმინაციული გამონათქვამის გამოყენებაში დაადანაშაულეს. "რა არის აქ დისკრიმინაციული? კულტურულად აბა როგორ არის მითხარით? ან იქნებ უფრო გრამატიკულად? ლგბტ პირებით? - ამის ხსენებით შინაარსი შეიცვლება? რატომ იმაზე არაფერს ამბობენ პატრიარქზე რასაც თვითონ ლაპარაკობენ? დავუშვათ მათი (იდენტობა) იდეური თანამოაზრე თეა თუთბერიძე, ფეისბუქის გვერდის შეექმნის ინიციატივით გამოდის. მაგალითად, ასეთის, „მე მიყვარს ჩემი გეი პატრიარქი“. ასეთ რაღაცებს რომ აქვეყნებს, ეს არაა დისკრიმინაციული?! ერთი ფესვებიდან რომ არიან აღმოცენებული. სხვათაშორის, საიდანაც თეაა აღმოცენებული, ესინიც იქიდან არიან. ზუსტად ერთ ხმაში ლაპარაკობენ. სიტყვა როგორც კი რაღაც ცოტა ყურს მოხვდება მათსას, ეგრევე რომ ყველას ლანძღვას იწყებენ და ამ დროს თვითონ წამლავენ ყველას, მათ შორის პატრიარქს, რომელსაც ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს საქართველოში და ყველაზე მეტად ეროვნულია. ამ ეროვნულს რომ ყველაზე მეტად გვილანძღავენ, მე უნდა ვურჩიო სიტყვები როგორ ვთქვა, რომ ის ერთი ადგილი უფრო ლამაზად გამოჩნდეს?!. მას შემდეგ, რაც პარლამენტის 80-მა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უპირველესად, ჩვენი ამომრჩევლის, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, ხაზსს ვუსვამ, არა მხოლოდ მართლმადიდებელის, ნების შესაბამისად, რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა ითვლება ოჯახად, კონსტიტუციის გასამყარებლად როგორც კი მიიღო ინიციატივა, გუშინ შევიდა პარლამენტში და მიმდინარეობს ამის განხილვა, გარკვეული ძალები, რომლებმაც ახლა იდენტობა წამოწიეს წინ, ცდილობენ, ყველანაირად ხელი შეუშალონ ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას და ამ მიზნით აწყობენ აქციებს. ალბათ, შემდეგ გადაინაცვლებენ სხვაგან და ა.შ. ", - განუცხადა თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს" მისივე თქმით, "იდენტობის" წარმომადგენლებისა და მათი თანამოაზრეების მხრიდან, უმრავლესობაზე ტერორი ხორციელდება: " რათა მათი დამკვეთების ნება-სურვილი შევასრულოთ. ესაა მთავარი და არა ერთ სიტყვაზე გამოკიდება, ვის რომელი სიტყვა მივუსადაგოთ. შინაარსი, რაც არ უნდა მივისადაგოთ, იგივე იქნება", - აღნიშნა მეჭიაურმა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)