|
2025-06-16 17:54:00, 965 ნახვა
ეკონომიკა
სტუდიო ლიბერთი „ქარავან არტ ფორუმის“ სპონსორია
დღეიდან, ლიბერთის პრემიუმ საბანკო მომსახურება - ,,სტუდიო ლიბერთი'' თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "ქარავან არტ ფორუმის" სპონსორი გახდა, რაც ფესტივალის მხარდაჭერას და თანამედროვე ქართული ხელოვნების ხელშეწყობას ითვალისწინებს. "ქარავან არტ ფორუმ ქუთაისი" საქართველოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წარადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოხელოვანების, ხელოვნებათმცოდნეების და კურატორების პროექტებს. წლევანდელი ფესტივალი 16-19 ივნისს ქუთაისში შედგება. „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ქარავან არტ ფორუმს -თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას. „სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერა არტ ფორუმს დაეხმარება სამომავლო განვითარებაში და თავის წვლილს შეიტანს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის პროცესში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ხელოვნებისთვის და განსაკუთრებით, არტისტებისთვის" - შალვა ხახანაშვილი, ქარავან არტ ფორუმის დამფუძნებელი. "სტუდიო ლიბერთი" ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა - პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)