09:51 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 15:48:53, 799 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ცნობით, ირანის სარაკეტო გამშვების მესამედი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოთხდღიანი ოპერაციის ფარგლებში, ირანის კუთვნილი 120-ზე მეტი სარაკეტო გამშვები გაანადგურეს, რაც, მათი მტკიცებით, ირანელების რაკეტების საერთო რაოდენობის მესამედია

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა კვირა საღამოს 20-ზე მეტი მიწა-მიწა კლასის რაკეტა მანამდე გაანადგურა, სანამ მათ ისრაელის ტერიტორიისკენ გაუშვებდნენ.

დეფრინის თქმით, საჰაერო ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ისპაჰანში, დაახლოებით 100 სამხედრო სამიზნეზე დარტყმისთვის 50-მდე გამანადგურებელი და თვითმფრინავი გამოიყენეს.

„ამ იერიშების დროს დარტყმები ერთდროულად 20-ზე მეტ რაკეტაზე, ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისკენ მათ გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, განხორციელდა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics