|
2025-06-14 10:44:18, 873 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად დღეს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება
დღეს აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. აშშ-ის დედაქალაქში სამხედრო აღლუმი 1991 წლის შემდეგ პირველად გაიმართება და მასში მონაწილეობას 6100-ზე მეტი ჯარისკაცი, 150 სატრანსპორტო საშუალება, 128 ტანკი და 62 თვითმფრინავი მიიღებს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო აღლუმს, სავარაუდოდ, 200 000-მდე ადამიანი დაესწრება. ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (თბილისის დროით კვირა, 02:30 საათი) დაიწყება. ამასთან, CBS News-ის ინფორმაციით, პარასკევს პოლიციამ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ 60-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარებასა და ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგებას აპროტესტებდნენ. ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 79-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)