22:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 11:00:32, 675 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 13 ივნისს პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„წელს GLOBSEC-ი მეოცე საიუბილეო ფორუმს გამართავს, რომელშიც პოლიტიკოსები, საერთაშორისო პოლიტიკისა და სამხედრო ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიო უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკითხებს.

სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა, GLOBSEC 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, რომელიც სრულად ეძღვნება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს - მზარდ ინსტიტუციურ და დემოკრატიულ უკუსვლას ქვეყანაში და ამის ფონზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. დისკუსია შეეხება იმ გადამწყვეტ როლს, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ღირებულებების მტკიცე კურსს ეკისრება.

GLOBSEC FORUM ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ყოველწლიური უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც 2005 წლიდან ტარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics