02:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 16:48:51, 802 ნახვა

პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - მომაწვდიან ინფორმაციას, როგორ გავრცელდება „ფარა“ საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციაზე

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროში გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს. გერმანელი დიპლომატის ცნობით, მას დაჰპირდნენ, რომ მიაწვდიან ინფორმაციას, როგორ გავრცელდება „ფარა“ საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციაზე, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და გერმანია-საქართველოს შორის ორმხრივი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენენ.

„მე დამპირდნენ, რომ მომაწვდიან ინფორმაციას, როგორ მოეპყრობიან „ფარას“ ფარგლებში საქართველოში 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, წარმოადგენენ გერმანია-საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულებების საგანს და მნიშვნელოვანია გერმანია-საქართველოს ფართო, ღრმა კავშირების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის. ჩვენ ვისურვებდით, რომ ისინი გათავისუფლდნენ. საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან ასევე განვიხილეთ ევროკავშირის საკითხი. მე შევახსენე ევროპის საბჭოს „ვენეციის კომისიის“ უარყოფითი შეფასება „უცხოური აგენტების“ მსგავს კანონთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, მე გავაფრთხილე ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან მწუხარებით დაასკვნა, რომ საქართველომ კურსიდან გადაუხვია“, – წერს ფიშერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics