2016-03-18 09:33:53, 414 ნახვა
პოლიტიკა
ბაქარაძე: ერთ განცხადებასთან დაკავშირებით მსგავსი ფორმატის გადახედვა არ მგონია აუცილებელი იყოს
„ერთ განცხადებასთან დაკავშირებით მსგავსი ფორმატის გადახედვა არ მგონია აუცილებელი იყოს“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ კარასინი-აბაშიძის ფორმატის შესაძლო გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბაქრაძის შეფასებით, კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს კონკრეტული და დადებითი შედეგები აქვს.
„ერთ განცხადებასთან დაკავშირებით მსგავსი ფორმატების გადახედვა არ მგონია იყოს აუცილებელი. ამ ფორმატს თავისი როლი შესრულებული აქვს ამ ურთიერთობებში, ეს არ არის ამბიციური, რომ შეეხოს ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, რომელზეც საუბარი მიდის ჟენევის ფორმატში. ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი. ჩვენი არჩევანი არის ნატო და ჩვენი არჩევანი არის ძალიან მტკიცე“,-განაცხადა დავით ბაქარაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან