|
2025-06-05 11:42:30, 1032 ნახვა
ეკონომიკა
1 ოქრო, 4 ვერცხლი და 10 ბრინჯაო - საქართველოს ბანკის წარმატება კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე
კიევის 26-ე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე საქართველოს ბანკმა სამი კრეატიული კამპანიით 15 მედალი მოიპოვა. მათ შორის 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. კამპანიებს შორის მოხვდა: - საქართველოს ხმა, სხვა სამყარო და ჩაინიშნე საკითხავი.
საქართველოს ხმა საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ შექმნილი და აღსრულებული კამპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების აღსანიშნად შეიქმნა. გამარჯვების მეორე დღეს, 27 მარტს საქართველოს ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვისას ისმოდა დაუვიწყარი ფრაზა - „გილოცავთ, საქართველო ევროპაზეა, საქართველო ფორმაშია“.
სხვა სამყარო საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაციის - sCoolApp-ის უნიკალური ფუნქციონალია, რომელიც 2023 წელს Redberry-ს გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. თამაში განსხვავებული კონცეფციითა და დიზაინით გამოირჩევა, ის მოსწავლეებს ფინანსური განათლების შინაარსის მისიებსა და სახალისო კონტენტს აწვდის.
ბავშვებსა და მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების გუნდმა პროექტი ჩაინიშნე საკითხავი შექმნა, რომლის იდეა მარი სუხიშვილს, დიზაინი თეონა შელიას, ქოფი კი დუდის ეკუთვნის. ინიციატივის ფარგლებში ხელოვნების სფეროს 5 წარმომადგენელთან თანამშრომლობით შეირჩა 10 წიგნი და შეიქმნა უნიკალური დიზაინის მქონე გამოცემები, სადაც დატანილი იყო ხელოვანების კომენტარები მათთვის საყვარელი ფრაზების, ნაწილებისა და იდეების შესახებ. უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები შეზღუდული რაოდენობით გამოიცა და ისინი საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების თაროებზე განთავსდა. “საქართველოს ბანკისთვის კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე მოპოვებული აღიარება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევის დაფასებაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ხელი გვეჭიროს ქვეყნის, ინდუსტრიისა და ახალი ტრენდების გულისცემაზე - შევქმნათ ისეთი კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბრენდის ღირებულებების, რომელიც მომხმარებელთან რეზონირდება, სწორად პოზიციონირებას - რაც საბოლოოდ ქმნის ყველაზე დასამახსოვრებელ, გამორჩეულ მოგონებებს, ადამიანებს ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან წამებს და ამასთან, ხელს უწყობს ახალ აღმოჩენებს. კიევის 26-ე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე მიღწეული წარმატება გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი, დასამახსოვრებელი გამოცდილება“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოს ბანკის მიერ მოპოვებული ჯილდოებისა და კატეგორიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)