11:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 23:01:20, 1215 ნახვა

პოლიტიკა
„წინააღმდეგობის პლატფორმა“ - ნიკა მელიას დაკავება და დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი

ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი. ამის შესახებ ნათქვამია "წინააღმდეგობის პლატფორმის" განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანაში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს შექმნა.

"როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია - ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას. ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს !",- ნათქვამია განცხადებაში.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბასთან დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული. შსს-ში განმარტავენ, რომ „ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics