12:37 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 16:28:48, 526 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - რასა იუკნევიჩიენე ქართველების მიმართ ფაშისტ ადამიანად ჩამოყალიბდა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „ქართველების მიმართ ფაშისტ ადამიანად ჩამოყალიბდა“. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან რასა იუკნევიჩიენეს მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მას „ქართველი ხალხისთვის ფაშისტური განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოეხადა“.

„იმედი მქონდა, რომ პირველი, რასაც ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე გააკეთებდა, როცა ქართულ მიწაზე ფეხს დაადგამდა, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს მისი ფაშისტური განცხადებების გამო. როგორც ვხვდები, მას ქართველი ხალხისთვის მისი ფაშისტური განცხადებების გამო ბოდიში არ მოუხდია, რაც მაფიქრებინებს, რომ განცხადებები, სადაც ის ამბობდა, რომ ხალხი არის დამნაშავე, სადაც ის ამბობდა, რომ ინფექცია არის „ოცნება“ და ეს უნდა მოვიცილოთო... ინფექციებს და დამნაშავე ხალხს როგორ ეპყრობოდნენ ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, ეს ძალიან კარგად ვიცით. ამიტომაც, ეს ფაშისტური განცხადება იყო. ვინაიდან მან ბოდიში არ მოიხადა, ეს მე მაფიქრებინებს, რომ ის ეს არ იყო წაცდენა ან დაუდევარი განცხადება, არამედ იყო განზრახვა, რომელსაც ის იზიარებს. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც განზრახ აკეთებს ფაშისტურ განცხადებას, არის ფაშისტი. შესაბამისად, ფაშისტი ადამიანის რაიმე განცხადებებზე კომენტარი გამირთულდება, მგონი, საჭიროც არ არის. ჩვენ ამის მორალური შეფასება უნდა გავაკეთოთ დღეის იქით, რომ ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე ქართველების მიმართ ფაშისტ ადამიანად ჩამოყალიბდა“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქართველები გმირები არიან და ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპისთვის ბრძოლაა.

ევროპარლამენტარის თქმით, დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ, საქართველოში კი „ერთ ადამიანს დებინიზაციის“ ეშინია, მაგრამ ეს გარდაუვალია, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი და „ეს რეჟიმი შეუთავსებელია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics