2016-03-17 11:02:47, 578 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ვიზიტით აშშ-ი იმყოფება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრი ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტში თავის ამერიკელ კოლეგას შეხვდა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში კი მიმდინარეობს შეხვედრა საქართველოს საელჩოში, რომელსაც ესწრებიან დაავადებათა კონტროლის ერვნული ცენტრისა და კომპანია გილეადის წარმომდგენლები. შეხვედრის მიზანია C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებისა და პროგრამაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა. ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს მართავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული პოლიტიკაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან