|
2025-05-23 11:54:22, 644 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი - საქართველოში დიქტატურა დადგა 2025 წლის 22 მაისს
თუ კი ოდესმე წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო ბრიფინგზე განაცხადა. ხიდაშელის შეფასებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება „არის კლასიკური შემთხვევა პოლიტიკური ანგარიშსწორების”. „საქართველოში ყოველდღიურად პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება. ამ ქვეყანაში ყოველდღიურად ადამიანები ციხეში მიდიან, იმიტომ, რომ განსხვავებულად ფიქრობენ, რადგან მათ აქვთ გამბედაობა რეჟიმს დაუპირისპირდნენ და იმ ხელოვნურად შექმნილ ტყუილ ნარატივებს არ ეგუებიან, რომელსაც „ქართული ოცნება” იგონებს. ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მთელი ქართული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ ის არის მოქმედი პოლიტიკური ლიდერი. ეს არის კლასიკური შემთხვევა პოლიტიკური ანგარიშსწორების და პატიმრობის. ჩვენ, პირველად საქართველოს ისტორიაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქმედი პოლიტიკოსი საქართველოს ციხეში მივიღეთ. ასეთი რამ ჯერჯერობით საქართველოში არ მომხდარა. ის პარლამენტიდან რომ არ წასულიყო, ჩვენ გვეყოლებოდა პარლამენტის წევრი ციხეში, იმიტომ, რომ რეჟიმს არ დაემორჩილა. თუ ვინმე საქართველოში სრულ ჭკუაზე მყოფი მეტყვის, რომ არსებობს რაიმე კავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარ დანაშაულებზე ზურაბ ჯაფარიძის, როგორც ან მონაწილის, ან მოწმის, ან რაიმე სხვა სტატუსით დაბარების, გამოკითხვის შესახებ, მაშინ ასეთივე წარმატებით ამ ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქე შეუძლია თეა წულუკიანმა დაიბაროს და პასუხად თუ მიიღებს - „მე რა შუაში ვარ, არ მოვდივარ“, ციხეში ჩასვას. ამ მასშტაბის უსამართლობასთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ტიპიურ, კლასიკურ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვუყურებთ. ამიტომ ეს რეჟიმი სახიფათოა. იმდენად არარსებული შემადგენლობიდან გაჩნდა პატიმარი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რეჟიმმა ხელი მოკიდოს, ციხეში ჩასვას და შემდეგ თავი ამართლებინოს, რომ გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე არ გაჰყავდა. თუ კი ოდესმე წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)