07:32 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 11:28:38, 1143 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება

ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად მომხდარი სროლის შედეგად, ისრაელის საელჩოების თანამშრომლების „ანტისემიტური მკვლელობით შოკირებულია“.

„ისრაელის წინააღმდეგ სისხლიანი ცილისწამება სიცოცხლის ფასად გვიჯდება და მათ წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. გავეცი ბრძანება, რომ მთელ მსოფლიოში ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.

აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics