|
2025-05-21 17:57:31, 1426 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
20-22 ივნისს თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს. ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტექნოლოგიის სფეროს ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს გააერთიანებს. ხელოვნური ინტელექტი (AI), ფინტექი (FinTech) გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები (AgriTech) მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) - ეს არის მიმართულებები, რომლებზედაც ტექპროფესიონალები ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებენ. Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგი“. კომპანიამ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტას“ დიგიტალ ტრანსფორმაციისა და ციფრული პროდუქტების, მათ შორის Tegeta app-ის შესახებ ინფორმაციას, ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი გაუზიარებს. ნიკა კოხოძე 21 ივნისს Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარ ღონისძიებაზე - Shaping the New Era გამოვა სიტყვით.
Tegeta App სწორედ ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას უმარტივებს. ის არის ერთგვარი ციფრული ასისტენტი, შენი მანქანის პერსონალური მენეჯერი. ეს აპლიკაცია მხოლოდ „თეგეტას“ მომხმარებლებისთვის არ შეგვიქმნია, ის იქნება ერთიანი პლატფორმა ყველა ავტომფლობელისთვის საქართველოში, მომავალში — რეგიონშიც. Global Tech Weekend Tbilisi 2025-ი შესაძლებლობას მოგვცემს, საფუძველი ჩავუყაროთ პროფესიულ კომუნიკაციას, მივიღოთ უკუკავშირი იმ ადამიანებისგან, ვინც არა მხოლოდ გვისმენს, არამედ ხედავს განვითარების გლობალურ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს“. Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით Shaping the New Era 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდება და მას 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და სხვადასხვა ქვეყნიდან 80 სპიკერი დაესწრება. Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექპროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Arrival Lab-სცენა, Co-Working სივრცე, მედიასივრცე და Chillout ზონა და სხვა. ბილეთების გაყიდვა მთავარი ღონისძიებისთვის უკვე დაწყებულია. სრული განრიგი კი ეტაპობრივად დაანონსდება. ღონისძიების პირველ და მესამე დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ, არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ Side Event-ს გამართავენ. Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს, შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდელჩები – საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა ხდება. -- ,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტასთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ პროექტი — ესაა ბიზნესის განვითარების ძირითადი ღერძი. გვიხარია, რომ Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში საშუალება მოგვეცემა, ტექსფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში შევქმენით მონაცემთა ერთიანი სტრუქტურა, მოვახდინეთ პროცესების ავტომატიზაცია, ციფრულ პროდუქტებზე აქცენტით.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)