11:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 18:00:03, 823 ნახვა

სამართალი
ნანა ფილაური: ირაკლი ფხალაძეს ინგა ჩატოიანთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა

ირაკლი ფხალაძის ადვოკატის ნანა ფილაურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, თითქოს  მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე სახის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია ვინმეს გადასცა.

მისივე თქმით, ფხალაძეს ინგა ჩატოიანთან  გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა, რაც საადვოკატო  კონსულტაციის გაწევაში გამოიხატებოდა.

"ის უარყოფს, რომ მისგან რაიმე სახის ინფორმაცია ვინმეზე გავიდა,  რაიმე კანონსაწინააღმდეგო. ფხალაძეს ჰქონდა ურთიერთობა ვინმე ჩატოიანთან, რატომღაც ყველა ვხედავთ, რომ ჩატოიანი არავის არ გვინახავს, თუ ჩატოიანს ჰქონდა რაიმე გარკვეული ინფორმაცია და ვიღაცა პირებს მან გადასცა რაღაცა ინფორმაციის  შემცველი ნივთმტკიცებები, ამ შემთხვევაში, მე მგონი, აღკვეთის ღონისძიება უნდა განხილულიყო მასთან მიმართებაში. მე არვიცი ჩატოიანის როლი აქ, თუმცაღა ვადასტურებ, რომ ჩატოიანთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა ირაკლი ფხალაძეს და  უწევდა პერიოდულად საადვოკატო კონსულტაციას", - განაცხადა ნანა ფილაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ,  პირადი ცხოვრების შემცველი უკანონო ფარული კადრების საქმეზე დაკავებულებს - ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics