11:33 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 17:41:18, 745 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ჯამალაშვილის სახლიდან, პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია არ ამოუღიათ

პირადი ცხოვრების  შემცველი კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებულის ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, ჯამალაშვილის სახლიდან არ ამოუღიათ დისკები,  ე.წ.  ფლეშკები და კომპიუტერი, სადაც მტკიცდება, რომ  მას  ე.წ. პირადი  ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ჰქონდა.

"არანაირი მასალა, მტკიცებულება არ არსებობს. პროკურორმა გითხრათ, რომ ჩხრეკისას იქნა ამოღებული სხვადასხვა დისკები,  ე.წ.  ფლეშკები და კომპიუტერი, სადაც მტკიცდება, რომ  ზურაბ ჯამალაშვილს ჰქონდა ე.წ. პირადი  ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. სიცრუეა,  არ ყოფილა ასეთი ამოღებული. საქმეში არ არსებობს ასეთი მტკიცებულება.  ზურაბ ჯამალაშვილის  საცხოვრებელი  სახლიდან,  ან პირადი ჩხრეკისას არ ყოფილა რაიმე ინფორმაცია ამოღებული", - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, პროკურორ  ლაშა კოტრიძის განცხადებით, დაკავების მომენტში ჩხრეკის შედეგად ჯამალაშვილის სახლიდან ამოღებილია ლეპტოპი, ლაზერული დისკები და მეხსიერების ბარათები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა, რის შემდეგაც გაირკვევა, იყო თუ არა მასზე რაიმე პირადი ცხოვრების შემცველი  ინფორმაცია განთავსებული.

ცნობისთვის, პირადი ცხოვრების შემცველი უკანონო ფარული კადრების საქმეზე დაკავებულებს - ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics