|
2016-03-16 17:26:24, 728 ნახვა
სამართალი
პროკურატურის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილს დაზარალებულის სტატუსი უახლოეს მომავალში მიენიჭება
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობა უახლოეს მომავალში მოხდება. უწყების ცნობით, გამოძიებას "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აწარმოებს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება კვალიფიკაციას, უწყების ინფორმაციით, საქმე ერთხელ უკვე გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მეხუთე ნაწილზე, ამჟამად კი კვალიფიკაციის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შსს აწარმოებს გამოძიებას ალექსანდრე პეტრიაშვილის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. უახლოეს მომავალში პეტრიაშვილი ცნობილი იქნება დაზარალებულად. რაც შეეხება კვალიფიკაციას, როგორც საზოგადოებამ იცის, საქმეზე ერთხელ უკვე შეიცვალა კვალიფიკაცია და 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა მე-5 ნაწილზე. ამ ეტაპზე კვალიფიკაციის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი საფუძველი გამოიკვეთება, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები საქმის გადასაკვალიფიცირებლად", - განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში. შეგახსენებთ, ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, განცხადება დღეს მისმა ადვოკატმა გააკეთა. ლევან სამუშიას განმარტებით, თავდასხმიდან 20 დღის გასვლის მიუხედავად, სტატუსის მინიჭება მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ მომხდარა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)