|
2025-05-15 12:07:33, 877 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებლებს დამატებით ბირჟებზე წვდომა გაუმარტივა
გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო კომპანია საქართველოში, მომხმარებლებზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვას აგრძელებს. ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ კომპანიამ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ის შესაძლებლობები გააუმჯობესა და მომხმარებლებს დამატებითი ბენეფიტები შესთავაზა. ახალი ფუნქციონალების დახმარებით, ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ივაჭრონ დამატებით საფონდო ბირჟებზე აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, შესაბამისად, უკეთ შეძლონ საკუთარი პორტფელის ეფექტიანად დივერსიფიცირება. გარდა აღნიშნული სიახლისა, G&T Trader-ში უკვე ხელმისაწვდომია აქტივების კლასების დიდი არჩევანი, როგორებიცაა: აქციები, ETF-ები, ფონდები, ობლიგაციები, CFD-ები, ოფციონები, FX. ამით ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ, პორტფელი მრავალფეროვანი აქტივებით დააკომპლექტონ და მეტად მოქნილი გადაწყვეტილებები მიიღონ. კიდევ ერთი ბენეფიტი, რომლითაც გალტ & თაგარტის მომხმარებლებს სარგებლობა შეუძლიათ, გახანგრძლივებული სავაჭრო საათებია, რადგან განახლების შედეგად, მომხმარებელი ამერიკულ აქციებსა და ETF-ებზე ტრანზაქციების 24 საათიან რეჟიმში განხორციელებას შეძლებს. მორიგი სიახლეა ისიც, რომ პირველად G&T Trader-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია წილადობრივი აქციები და ETF-ები ამერიკულ ბირჟებზე, ასევე — წილადობრივი ობლიგაციები. კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა პლატფორმის ინტერფეისი — სასურველი ფუნქციონალების საჭიროებისამებრ მორგება და ინტერფესის გადაწყობა ახლა უკვე მარტივადაა შესაძლებელი. პლატფორმას ბაზრის ტენდენციებზე დროულად რეაგირებისთვის დაემატა კვლევითი ინსტრუმენტები. G&T Trader-ის მეშვეობით ასევე შესაძლებელია აქციების გაფილტვრა ამა თუ იმ კრიტერიუმის მიხედვით და სავაჭრო ინსტრუმენტების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღება. აქციების გრაფიკების ანალიზისთვის პლატფორმას ასევე დაემატა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტი — Trading View. აღსანიშნავია, რომ განახლებული ფუნქციონალები და ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Global Trading Network-თან პარტნიორობით. თითოეული ფუნქციონალი კი მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის დამოუკიდებლად ვაჭრობის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. გალტ & თაგარტის პლატფორმაზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან როგორც ვებზე, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით (IOS & Android); მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://galtandtaggart.com/brokerage/
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)