|
2025-05-08 14:34:00, 936 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა ADB-ის შეხვედრაზე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების გამოცდილება გააზიარა
საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე ყოველწლიური შეხვედრა 4-7 მაისს, მილანში გაიმართა. იგი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საინვესტიციო ბანკირებსა და ეკონომისტებს მასპინძლობდა. შეხვედრის წლევანდელი თემატიკა იყო „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის მშენებლობა“. გიორგი კუპრაშვილმა პანელურ დისკუსიაზე „Revolutionizing the Capital Markets: The Race for Sustainability in Emerging Economies“ კაპიტალის ბაზრების განვითარებასთან დაკავშირებით გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა. დისკუსია გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) თემატიკას შეეხებოდა და მიმოიხილავდა განვითარებად ეკონომიკებში კაპიტალის ბაზრების როლს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში. “ჩემთვის დიდი პატივია, მქონოდა შესაძლებლობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ბაზრის გამორჩეულ ლიდერებთან ერთად, მაღალი დონის გლობალურ ფორუმზე მიმეღო მონაწილეობა. გალტ & თაგარტში გვჯერა, რომ კაპიტალის ბაზრების ტრანსფორმაცია მდგრადობისკენ არა მხოლოდ გლობალური ტენდენცია, არამედ, განვითარებადი ეკონომიკების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. საამაყოა, რომ ჩვენი საქმიანობით ქვეყანასა და რეგიონში ამ მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. პანელურ დისკუსიაზე საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს ძალისხმევას, განვავითაროთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრები და განვამტკიცოთ წამყვანი საინვესტიციო ბანკის პოზიციები რეგიონში,“ - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი. ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობა განამტკიცონ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრები აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხების განხილვის მთავარ ფორუმად იქცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)