12:05 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 11:06:57, 1291 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინის ქალაქებს დაარტყა

რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამ-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინის ქალაქებს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, გასული ღამის განმავლობაში თავდასხმები დონეცკის, ჩერკასისა და სუმის ოლქებზე განხორციელდა.

ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, დონეცკის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ საღამოს უმანის ოლქში თავდასხმის დრონების სამიზნე გახდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

იქამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იმ უცხოელი ლიდერების უსაფრთხოების გარანტირების მიცემა, რომლებიც მოსკოვში აღლუმზე დასასწრებად ჩავლენ.

„აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, დღესაც არ იყო მშვიდი. ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება - ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რომელმაც, შეიძლება, შანსი მისცეს დიპლომატიას, მაგრამ სწორედ რუსეთიდან არ ხედავს მსოფლიო არანაირ რეაქციას – არანაირ რეაქციას, გარდა ახალი დარტყმებისა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამდენიმე კვირაში შსს-ში შეიქმნება სამმართველო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics