2016-03-15 16:12:49, 1138 ნახვა
მსოფლიო
რუსულმა თვითმფრინავებმა სირიის ტერიტორია დატოვეს
სირიის ტერიტორია პირველმა რუსულმა თვითმფრინავებმა დატოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც რუსეთის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, თვითმფრინავების პირველ ჯგუფში შედიან მრავალფუნქციური ბომბდამშენები სუ-24-ები და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავი ტუ-143 ან ილ-76, რომელსაც პერსონალი, ასევე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა გადააქვს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთი კვლავ განაგრძობს საჰაერო დარტყმებს და სირიის ტერიტორიაზე ასობით კონტინგენტს დატოვებს.
რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ თვითმფრინავები აეროდრომებზე განთავსდებიან.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული სააგენტო Inter-Fax-იც ავრცელებს.
როგორც სააგენტო იტყობინება რუსეთი სირიის ტერიტორიაზე 800 მებრძოლის დატოვებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანის ბრძანება გუშინ გასცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან