2016-03-15 12:06:07, 563 ნახვა
საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე გზის საყრდენი კედელი ჩამოინგრა
პუშკინის ქუჩაზე გზის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შემთხვევის შედეგად საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, დღეს დილიდანვე, ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა.
კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის კედლის დემონტაჟი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ხვალ აღდგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან