2016-03-15 11:28:58, 1234 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი მკვდარია
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ომარ ალ-შიშანი მკვდარია, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ამერიკის ავია-დარტყმების შედეგად მძიმედ დაიჭრა და კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ალ-შიშანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია BBC-ს ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნმა დაუდასტურა.
ავია-ოპერაცია იმ ავიაკოლონის წინააღმდეგ, რომელშიც ბათირაშვილიც იმყოფებოდა 4 მარტს ჩატარდა, სირიის ქალაქ შადადიში. ალ-შიშანი ტერორისტულ დაჯგუფებაში მაღალ თანამდებობეს იკავებდა, ბოლოს მას ე.წ. თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
ალ შიშანი 1986 წლის იანვარში პანკისში დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მის დაკავებაში დახმარებისთვის ჯილდო - 5 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა დაწესებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან