16:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 22:02:42, 1001 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - გახარია დღეს დააჩმორეს და დაპატარავებული კაცი გვაჩვენეს

"ჩაშვების კლასიკურ მაგალითი" - ასე აფასებს ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყოფილ პრემიერს სხდომაზე გამოცხადების გამო აკრიტიკებს და მას "მენტალურ ქოცს" უწოდებს. 

,,დღეს საზოგადოება რასაც უყურებდა, ეს იყო ჩაშვების კლასიკური მაგალითი. "შპიონობის" კლასიკური სახელმძღვანელო იყო, ერთმანეთს როგორ ადანაშაულებდა ორი დამნაშავე პირი. ის პრემიერ-მინისტრი იყო, ის ვიცე-პრემიერი და ერთმანეთს როგორ ჯიჯგნიდნენ. დღეს რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო კლასიკური მაგალითი, რას ნიშნავს მენტალური ქოცი. გახარიაც და აქეთ წულუკიანიც. გახარიასთან დაკავშირებით, მე შემეცოდა ის, დააჩმორეს დღეს, დააპატარავეს და დაპატარავებული კაცი გვაჩვენეს", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics