16:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 21:24:00, 981 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - წარმოიდგინეთ, 20 ივნისს ნინო ლომჯარია იმყოფებოდა გახარიასთან ერთად, ორი აგენტი იყო ერთად

გიორგი გახარია რაღაც მომენტში ნამდვილად შემეცოდა, ისე აიხლართა თავის ტყუილებში. კაცი, რომელიც ლაპარაკობს, რომ 20 ივნისს იქით ვამშვიდებდიო ვიღაცასო, რა დღეშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, 20 ივნისს გიორგი გახარია კონსულტაციებს ნინო ლომჯარიასთან გადიოდა.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პირველი მივედი „ქართული ოცნებიდან“. მთელი დღე არ დამიტოვებია პარლამენტის შენობა. გემახსოვრებათ ჩემი იქ მივარდნა და სიტუაციის განმუხტვის მცდელობები. დასამშვიდებელი იყო ერთადერთი კაცი იმ დღეს და ამშვიდებდა ლომჯარია ზვიად ძიძიგურის კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში. 2-3 ადამიანი იყო ხოლმე ძირითადად, გიჟივით დარბოდა წინ და უკან, ვერ იგებდა, რა უნდა გაეკეთებინა. ერთადერთი, როგორც ჩანს, რაც გაიგო, დავალება გასცა, რომელი დავალებითაც დღეს ხელი შეაწმინდა ქართველ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. ეს იკადრა. მთელი დღე გვესმოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება თავისი თავის წინააღმდეგ. პირველი იყო 20 ივნისი, როცა სამი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია თქვა და ხელი შეაწმინდა პოლიციელებს. ლომჯარია არ ახსოვდა. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ეს ხომ ორი სხვადასხვა მხარეა. ერთი ღონისძიებას უნდა მართავდეს და მეორე უნდა იცავდეს ხალხს. ორი აგენტი იყო ერთად ამ დღეს. თორემ ლეგიტიმური მოგერიება, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ თურმე კაცს რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ გასცა ტყვიის გასროლის ბრძანება, ვიდრე წყლის ჭავლი და გაზი იქნებოდა გამოყენებული, ალბათ ხვდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics