06:56 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 18:18:07, 395 ნახვა

პოლიტიკა
ქართული ოცნება: ჩვენთვის პოლიტიკური პარტიის სახელით შიდა საუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა მიუღებელია

„ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აქტუალურ საკითხზე, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია პოლიტიკური პარტიის სახელით შიდა საუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა“, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

პარტიაში სიცრუეს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაში „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს გამართულ აქციაში.

ხაზგასმით ვაცხადებთ, ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აქტუალურ საკითხზე, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია პოლიტიკური პარტიის სახელით შიდა საუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა.

მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო ავტონომია მკაცრად უნდა იყოს დაცული.  წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მმართველი პარტია საუნივერსიტეტო რესურსის თავისი სუბიექტური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა.

პარტია მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც გული შესტკივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ასევე, ჩვენ ვთვლით, რომ დაუშვებელია პრობლემების გადაჭრის ძალადობრივი გზა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics