|
2025-04-09 08:24:09, 601 ნახვა
პოლიტიკა
ალენ ბერსე - საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა. ის ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება, ბევრად უარესი ყოფილიყო, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ევროსაბჭოს ასამბლეაში შვედი პარლამენტარის, აზადე როჯჰანის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „იმ სერიოზული შეშფოთებიდან გამომდინარე, რაც ასამბლეაში გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე თქვენი საქართველოში ვიზიტიდან გამომდინარე, სადაც ხაზი გაუსვით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ გამოწვევებს, მსურს, გკითხოთ, როგორ შეგვიძლია, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან? ასევე, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, არის თუ არა ახლა ყველაზე შესაფერისი მომენტი, რომ დავიწყოთ ერთობლივი პროცედურა, როგორც საერთო ინიციატივა და დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში?“- მიმართა შვედმა დეპუტატმა ბერსეს. „გმადლობთ საქართველოს შესახებ შეკითხვისთვის. მოგეხსენებათ, არჩევნების შემდეგ ბევრს ვმუშაობთ საქართველოს საკითხებზე. ასე იყო არჩევნებამდეც. არჩევნების შემდეგ მე თვითონ ვიყავი დელეგაციასთან ერთად თბილისში დეკემბერში, რათა მენახა, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ერთად გვემუშავა მომდევნო თვეებში, კარგი მთავრობათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში დადებითი ცვლილებების უზრუნველსაყოფად და ასევე კანონების განხილვისთვის გზების საპოვნელად. ეს, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. უცხოური აგენტების კანონებს ეხებოდა. კარგი დისკუსიები მქონდა მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან. დავბრუნდი კარგი შთაბეჭდილებით შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით იმ საკმაოდ რთულ კონტექსტში, რაც ჩვენ გვქონდა“, - აღნიშნა ბერსემ. მისი თქმით, საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მან მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის გეგმის შესახებ, დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს დაბრუნებოდა. „თებერვლის დასაწყისში მივიღე განცხადება, რომ საქართველო არ იყო ხელმისაწვდომი გაეგრძელებინა ერთობლივი მუშაობა ე.წ. უცხოური გავლენის კანონის სიღრმისეულ შესწორებაზე ან გაწვევაზე. საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მან მომაწოდა ინფორმაცია მთავრობის განზრახვების შესახებ, დაუბრუნდეს დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს. მას შემდეგ პირდაპირი კომუნიკაცია აღარ გვქონია“, - აღნიშნა ბერსემ. მისი თქმით, ახლა კითხვა არის ის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ალენ ბერსემ იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე კონტაქტი ექნება საქართველოს მმართველ პარტიასთან და პრემიერ-მინისტრთან. „ახლა კითხვა არის, რა უნდა გაკეთდეს. მინისტრთა კომიტეტში ორი დისკუსიის შემდეგ, გამოვედი წინადადებით, ვცადოთ საქართველოსთან სტრუქტურირებული დიალოგის განვითარება. ვნახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად, რადგან სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა. ის ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება, ბევრად უარესი ყოფილიყო. საქმე ამაშია. ამ მომენტში ცუდი დინამიკა გვაქვს. გვჭირდება მეტი კონტაქტი. გვსურს, მეტად ვიმუშაოთ ერთად და ასევე უნდა მივცეთ შანსი სტრუქტურირებულ დიალოგს, რომ იმუშაოს. კენჭისყრის შემდეგ, რაც გქონდათ და მანდატების უფლებამოსილების გარკვეული პირობებით ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სიგნალი ნათელი იყო. ახლა უნდა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ამ სიგნალის საფუძველზე რაიმეს გაკეთება, რომ ისევ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე მექნება კონტაქტი საქართველოს მმართველ პარტიასთან და პრემიერ-მინისტრთან, რომ ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, რომ ისევ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. რაც შეეხება კითხვას, რომელიც თქვენ დასვით, ვფიქრობ, ახლა აშკარად ნაადრევია შემდეგი ნაბიჯის, შემდეგი ეტაპის დაწყება. ვინაიდან თქვენ ითხოვთ, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ მკაფიო პასუხი. ვფიქრობ, ახლა ჯერ ადრეა“, - აღნიშნა ალენ ბერსემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)