03:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 11:42:40, 607 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან, რა საერთო გაქვთ მასთან?!

ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა - ქვეყანას იცავდა, თქვენ კი მტერს ემსახურებით და მარტოს, დაუცველს ტოვებთ საქართველოს! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მიმართავს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „გეორგიევსკის ტრაქტატის” „შინაარსი და მისი შედეგები უყვართ და არა ერეკლე II“.

„თქვენ ერეკლე კი არა - „გეორგიევსკის ტრაქტატი” გიყვართ… და განსაკუთრებით ის, რაც ამ ტრაქტატს მოჰყვა: ქართლისა და კახეთის გაუქმება, მეფობის მოსპობა, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, პატრიარქის გადაყვანა რუსეთში, ტაძრების გადაღებვა, ქართული ენის განდევნა, ქვეყნის ოკუპაცია და დასჯა ყველა მცდელობისთვის, რომ თავი რუსულ უღელს დაეღწია!

სხვათა შორის, კომუნისტებიც ზარ-ზეიმით ზეიმობდნენ, ამ ტრაქტატის წლისთავებს. რატომ? - იმიტომ, რომ მათთვისაც ის იყო დამორჩილების, მონობის და საქართველოს რუსეთთან მარტოდ დატოვების სიმბოლო”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics