16:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 17:45:32, 1279 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - ბავშვების ყველაზე დიდი ხოცვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ თავდასხმას ყველაზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა.

ვოლკერ თურქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ჯგუფმა თავდასხმის ადგილი მოინახულა, ზიანი დააფიქსირა და მოკლული ბავშვების სახელები და ვინაობა დაადგინა.

„ეს არის ყველაზე სასიკვდილო დარტყმა ბავშვების წინააღმდეგ რაც კი ოფისს 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გადაუმოწმებია. ეს წარმოუდგენელი საშინელებაა - ცხრა ბავშვი დაიღუპა, უმეტესობა პარკში თამაშის დროს. ერთმა აფეთქებამ დაასრულა 18 ადამიანის სიცოცხლე კრივი-რიჰში თბილ პარასკევს საღამოს, როდესაც ოჯახები შეკრებილები იყვნენ სათამაშო მოედანთან, რესტორანთან და საცხოვრებელ კორპუსებთან. რუსეთის ფედერაციის მიერ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ფართო მოქმედების მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება გამოხატავს მათი მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის უგუნურ უგულებელყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და თუ ის წარმოადგენს თავდასხმებს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შესაძლოა, ომის დანაშაული იყოს.

ვოლკერ თურქი კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის სწრაფ, საფუძვლიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics