|
2025-04-05 13:35:48, 915 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე - არ მოვალთ და არ გაღიარებთ!
„ქართულ ოცნებას“ ამ კომისიით უნდა რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე კი მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ, რადგან თქვენ არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია ხართ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი პოლიტიკური ველიდან გაეყვანა და დაემონებინა, თუმცა არ გამოუვიდა. „ქართულ ოცნებას“ ამ კომისიით უნდა, რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე კი მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ, რადგან თქვენ არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია ხართ. ბოლო 5 წლის პოლიტიკური შეტევის განხორციელების შედეგად, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვიშვა პოლიტიკური სცენიდან, პირიქით უფრო გავძლიერდით. ვერც ციხით დაგვაშინებს და ვერც ვერაფერს ვერ გვიზამს. მის ამ ქმედებებზე პასუხი მარტივია, მისი მთავრობა ანტიქართულია, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის კონსტიტუციით გაცხადებულ არჩევანს - ევროინტეგრაციას - და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მარტო დატოვოს, პარტნიორების გარეშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ასევე, მამუკა ხაზარაძე, საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის სასამართლო სხდომასაც გამოეხმაურა და მიმდინარე პროცესს „ცინიზმი“ უწოდა. „ეს ყველაფერი სასაცილოა, როცა ნახევარი საათით ადრე გატყობინებს სასამართლო სხდომის ჩანიშვნას. ბადრის და ჩვენს იურისტებს დაურეკეს და უთხრეს, რომ სასამართლო სხდომა ჩაინიშნა. ეს არის ცინიზმი. ქვეყანაში სასამართლო არ არის, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუციები. ისინი იმის რევიზიას ახდენენ, რაც მათივე სასამართლოში არის მიღებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)