04:41 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 14:29:17, 470 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ორივე შესაძლო სცენარისთვის ვართ მზად - ტრამპი ან ამარცხებს “დიფ სთეითს“, ან ვერ

ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. არჩევნები როცა ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც გვქონდა გათვლილი და ეს უარესი სცენარი იქნებოდა იგივე მმართველობის დარჩენა ხელისუფლებაში, რაც მანამდე მოქმედებდა. ამ სცენარისთვისაც კი ვიყავით ჩვენ აბსოლუტურად მზად, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვერც ამ სცენარის პირობებში ვერ შეარყევდა ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას.

„ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. მთავარი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბრობს იგივეს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით  4 წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები, მნიშვნელოვანი შედეგია. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. არის 2 შესაძლო სცენარი, ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში, არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას", -  განაცხადა ,,ოცნების'' პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics