12:47 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 19:51:03, 814 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა მოლდოვის არჩევნებში ხმების მოსყიდვისთვის €200 მილიონი დახარჯა

მოლდოვის პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის თქმით, რუსმა აგენტებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო, მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ის ეკვივალენტი, დახარჯეს გასულ წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ხმების მოსასყიდად. რეჩანის განცხადებას Reuters ავრცელებს. 

"კრემლის აგენტებმა ხმების მოსყიდვის მასობრივი კამპანია წამოიწყეს და დაახლოებით 200 მილიონი ევრო - მოლდოვის მშპ-ს თითქმის 1% - დახარჯეს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის". - თქვა რეჩანმა კიშინიოვში გამართულ ბრიფინგზე. 

მოლდოვის პრემიერმინისტრის კომენტარი უკავშირდება გაერთიანებული სამეფოს მიერ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია Evrazia-ს დასანქცირებას. რეჩანის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია პასუხისმგებელია მოლდოვის რეფერენდუმის გაყალბებისა და დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობაში. 

მოლდოვას მოსკოვი რამდენჯერმე დაუდანაშაულებია პირად ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩართვაში, რათა პოსტსაბჭოთა ქვეყანა საკუთარ ორბიტაზე დატოვოს და ხელი შეუშალოს მოლდოვის გაწევრიანებას ევროკავშირში 2030 წლისთვის. 

მოსკოვი კიშინიოვის ბრალდებებს უარყოფს და მთავრობას აკრიტიკებს. 

მოლდოვის სამართალდამცავ ორგანოებს აქამდეც უთქვამთ, რომ რუსეთის მცდელობები, მოესყიდა მოლდოველი ამომრჩევლები პრორუსი ოლიგარქის, ილან შორისა და მისი მხარდამჭერების ძალისხმევით ხორციელდებოდა. შორი ამ ბრალდებებს უარყოფს. 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქცირებულ ორგანიზაცია Evrazia-ს სწორედ ილან შორი აკონტროლებდა. 

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა ჩანიშნული. როგორც Reuters წერს, საპარლამენტო არჩევნები მოლდოვის პროევროპული მთავრობის პოპულარობის განმსაზღვრელი ტესტი იქნება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics