07:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 16:19:02, 573 ნახვა

პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხვა მიმდინარეობს.

მას გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, უკვე პროკურატურას მისი არ მისვლის შესახებ გადასცეს ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო.

ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილი საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებს.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics