12:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 15:02:04, 771 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის „ჯიბის ოპოზიციაა"

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის "ჯიბის ოპოზიციაა". 

"მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობის გაუქმებაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. ვინც ხმას არ იღებს, იგივე გიორგი გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით, არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია. ნათია მეზვრიშვილით დაწყებული, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დროს, პროკურორი იყო. როგორ შეიძლება, ფარცხალაძის პირობებში პროკურორი ქალი რაიმე მორალური პედისტალიდან ლაპარაკობდეს. თავად გახარიაც მაღალ თანამდებობაზე იყო.

ჩვენ ერთიანობისთვის მზად ვიყავით მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია [...] იქ გახარიასგან 5 ადამიანი თუ იქნებოდა, ამაში არანორმალური არაფერია, რადგან კოალიციური მთავრობა თუ მოვიდოდა, ისინი უმრავლესობაში მაინც ვერ იქნებოდნენ [...]

ამათ არც ერთიანობა უნდოდათ, მუდმივად ქვას ისვრიან. ამ დაპირისპირებაშიც ეგ ხალხი ნახევარზე მეტი ბუჩქებში იმალება. კონკრეტულ პირებზე მაქვს საუბარი, თორემ იქ ზოგიერთი ისეთი პოლიტიკოსიცაა, ვისაც მე პატივს ვცემ და ძალიან კარგი ადამიანები არიან, ამაზე არაა ლაპარაკი, ყველაზე არაა საუბარი. მათ შორის, მიმაჩნია, რომ მათი ამომრჩევლები ამ ქვეყნის პატრიოტები არიან. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მე საუბარი გახარიასა და მეზვრიშვილზე მაქვს. გამოვიდნენ, სწორი პოზიცია დაიკავონ და ვიტყვი, რომ ეს არის სწორი [...] პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. მე მიმაჩნია, რომ სწორი პოზიცია უნდა დაიჭირონ" - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics