11:38 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 15:46:19, 875 ნახვა

სამართალი
გიორგი ჩიკვაიძე - მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, ყოველ მიზეზგარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში

მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, ყოველ მიზეზგარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. მეცამეტე დღეა ვარ სრულ შიმშილზე. მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარესდება, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძე წერს.

როგორც ჩიკვაიძე წერილში წერს, მისი ბრალდების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 25 მარტს გაიმართება.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და ჩემს ოჯახს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალა აქვს თითოეულ თქვენს სიტყვას და განცხადებას, რომელსაც ვისმენ. ხვალ გაიმართება მორიგი უსამართლობის საცირკო წარმოდგენა იგივე "სასამართლო". მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას ყოველ მიზეზ გარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას მეცამეტე დღეა ვარ სრულ შიმშილზე. მდგომარეობას მირთულებს ის რაც მოხდა 13 მარტის საბედისწერო ღამეს, რისი ნაწილიც მახსოვს ხოლო ბოლო ეპიზოდი აღარ. ამაზე დღეს მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. შედეგი არის ის, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარესდება“, - წერს გიორგი ჩიკვაიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics