21:40 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 19:00:46, 441 ნახვა

პოლიტიკა
CPJ - ავტორიტარული ოცნების ხელში FARA-ს ფართო დებულებებმა შეიძლება მოსპოს დამოკიდებული პრესა

"ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ FARA-ს მეორე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს - CPJ წერს, რომ კანონპროექტი საქართველოში დამოუკიდებელ პრესას საფრთხეს უქმნის.

CPJ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედია ჯგუფებს ეშინიათ, რომ კანონპროექტს, რომელსაც "ქართული ოცნება" აშშ-ის კანონის "ზუსტ ასლს" უწოდებს, სადამსჯელო ფუნქცია ექნება, ვიდრე შეერთებულ შტატებში, სადაც კანონი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიმართ იშვიათად გამოიყენება.

CPJ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მეორე მოსმენით დამტკიცებას. მზარდი ავტორიტარული მმართველი "ქართული ოცნების" ხელში, FARA-ს ფართო დებულებებმა და სისხლის სამართლის სანქციებმა შეიძლება მოსპოს საქართველოს დონორებზე დამოკიდებული დამოუკიდებელი პრესა და მედია ადვოკატირების ჯგუფები", - განაცხადა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics