23:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 13:27:26, 1075 ნახვა

პოლიტიკა
ევიკა სილინა - იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას

იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ბრიუსელში, ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„არ ვარ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საქართველოს საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, თუ რამდენად რთულია იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ევროკავშირის ორდღიანი სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეხვედრაზე უკრაინის გარდა, ასევე ისაუბრებენ მიგრაციის საკითხზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics