23:17 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 12:08:51, 878 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მათ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ

რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Breitbart News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია აქვთ, ჩინეთზე უფრო დიდი. მათ 11 სასაათო სარტყელი აქვთ და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ. ახლა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ვაფორმებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ფულს უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანს არ წარმოადგენს, აშშ-ს მიერ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ, შესაძლოა, რუსეთის ჩინეთთან დაშორება გამოიწვიოს.

„შეიძლება ეს ამის შედეგი იყოს. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics