11:35 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 19:43:22, 718 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საბაჟო სფეროში.

ნოდარ ხადურმა თურქეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრების შესახებ, რომლებზეც გადაწყდა, რომ 1 აპრილს 24 საათიანი დატვირთვით ამოქმედდება კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომლის მშენებლობას საფუძველი 2013 წლის ნოემბერში ჩაეყარა, ხოლო ფუნქციონირება გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

ასევე მხარეებმა ისაუბრეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გამშვები პუნქტის მუშაობა.

თურქულმა მხარემ საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა საბაჟო და საგადასახადო სისტემის ეფექტური მუშაობისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics