|
2025-03-19 17:08:40, 685 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოდანაშაულში მონაწილე 9 პირს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, ბრალდებულები აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით. „5 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი, მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18,260-ე მუხლის მესამე, მეხუთე ნაწილებით, 261-ე და 18, 261-ე მუხლის მეშვიდე, მერვე ნაწილებით, ხოლო 2 პირს 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების უმრავლესობას სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. ხოლო ნაწილის მიმართ, სადაც არ დგინდებოდა გასაღების მიზანი, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, რაც უფრო მძიმე დანაშაულის გახსნას შეუწყობს ხელს, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა საპატიმრო გირაო სხვადასხვა თანხის ოდენობით. საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)