20:47 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 16:04:48, 961 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი პირველი დაესხა თავს უკრაინას, მოსკოვი არის აგრესორი - ჩვენ მოვიგებთ ამ ომს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დღეს სატელეფონო საუბარს გამართავს დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტს ტრამპთან დაგეგმილი სატელეფონო ზარის შესახებ დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის „წითელი ხაზები“ მოიცავს სამართლიან გარანტიებს, რომ ომი არ განახლდება, ასევე „ათასობით“ ტყვის გათავისუფლებას რუსეთიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიცემული დაპირების დარღვევაში დაადანაშაულა.

„პუტინისა და ტრამპის საუბრის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ თითქოს გასცა ბრძანება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ. ღამით 150 უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა თავდასხმა, რომელთა სამიზნეც სხვა ობიექტებს შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც იყო. თავდასხმები განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებებზეც. სამწუხაროდ, ორი საავადმყოფო დაზიანდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინის სიტყვები სრულიად განსხვავდება რეალობისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ნატო უკრაინასთან ერთად უფრო ძლიერი იქნება, თუმცა აღიარა, რომ ალიანსში გაწევრიანება არ იქნება ადვილი.

„რუსეთი პირველი დაესხა თავს უკრაინას, მოსკოვი არის აგრესორი. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“, – ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics