01:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 16:09:46, 659 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს

გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს. სააგენტოს წყაროების ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის სავალდებულო პირობად იარაღის მიწოდების შეწყვეტა დაასახელა.

ამავდროულად, როგორც ინკოგნიტო ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა დაეთანხმება რუსეთის მოთხოვნას, რომ მოკავშირეებმა დაბლოკონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ცეცხლის შეწყვეტის“ დროს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას ეთანხმება, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ პირობას აყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics