01:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 17:45:11, 605 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი - ვილნიუსში IKEA-ს მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას

გასულ წელს ვილნიუსში IKEA-ს მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას , - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ლიეტუვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიეტუვის პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის მაისში, ვილნიუსში მდებარე IKEA-ს მაღაზიას ცეცხლი უკრაინის ორმა მოქალაქემ წაუკიდა, მომხდარის უკან კი რუსეთის სამხედრო დაზვერვა იდგა.

ლიეტუვის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარს ტერორიზმის მუხლით იძიებენ და ერთ-ერთი დამნაშავე პოლონეთში დააკავეს.

ამასთან, ლიეტუვის პროკურატურის ინფორმაციით, იმავე ჯგუფმა შარშან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დააკავეს.

ლიეტუვის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებების დაწყებამდე ამის ცოდნა კარგია“.

„ძვირფასო მოკავშირეებო, ლიეტუვის პროკურატურის გამოძიებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ვილნიუსისა და ვარშავის სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენაზე არიან პასუხისმგებლები. მოლაპარაკებების დაწყებამდე ამის ცოდნა კარგია. ამ სახელმწიფოს ბუნება ასეთია“, - წერს ტუსკი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics