02:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 14:19:04, 573 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აცრცელებს.

ამ დროისთვის, საზოგადოებისთვის უცნობია შეხვედრის თემა

შეგახსენებთ, რობინ დანიგანი 14 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და „აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა“.

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით კი, ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, „რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics