02:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 17:33:50, 788 ნახვა

მსოფლიო
კირ სტარმერი - შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს

შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება უკრაინის ხანგრძლივი უსაფრთხოების მიმართ და შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს. შევთანხმდით, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა და პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თანაბარი პირობებით ხელი მოაწეროს. პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ კრემლის მერყეობა და დროის გაჭიანურება, რუსეთის მხრიდან ბარბაროსული შეტევები, მშვიდობის შესახებ პრეზიდენტ პუტინის გაცხადებულ სურვილს სრულიად ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

კირ სტარმერის ცნობით, ხუთშაბათს კოალიციის სამხედრო მეთაურები ლონდონში შეიკრიბებიან და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების მხარდასაჭერად პრაქტიკულ გეგმებს განიხილავენ.

„ჩვენ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებსა და შეიარაღებულ ძალებს გავაძლიერებთ და მზად ვიქნებით სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში „მსურველთა კოალიციის“ სამშვიდობოები განვათავსოთ, რათა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში უკრაინის დაცვა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics