02:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 10:13:09, 599 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღის განთავსების საკითხი განიხილოს

ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღი განათავსოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლიეტუვა მზადაა, განიხილოს კონსტიტუციის ცვლილების შესაძლებლობა, თუ ნატო-ს მოკავშირეები მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შეთავაზებით გამოვლენ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევაფასოთ რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები, თუ ჩვენი მოკავშირეები შემოგვთავაზებენ გარკვეულ რეალურ გეგმებს ლიეტუვაში ბირთვული იარაღის ან მისი კომპონენტების განთავსების შესახებ, ასევე გადავხედოთ სხვა ვალდებულებებს“, – აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალენე.

ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი კრძალავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას. ამასთან, ბირთვული იარაღის განთავსება ვილნიუსისთვის ჯერჯერობით არავის შეუთავაზებია.

ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ვაშინგტონს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში განათავსოს ბირთვული იარაღი. „ნატო-ს საზღვრები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდა 1999 წელს, ამიტომ 26 წლის შემდეგ, ასევე უნდა მოხდეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ გადატანა. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დრო დადგა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნებოდა, თუ ეს იარაღი უკვე აქ იქნებოდა“, – განაცხადა დუდამ.

დუდამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე განიხილა ეს საკითხი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics