04:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 13:44:47, 548 ნახვა

მსოფლიო
EU პრეზიდენტი - სომხეთ-აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმების მიღწევა გადამწყვეტი ნაბიჯია ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისკენ

გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის დასრულებას. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისა და რეგიონის გახსნისკენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა შემდგომ ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.

„ახლა მოგიწოდებთ, წინ წახვიდეთ სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი ხელმოწერით. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა შემდგომ ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ“, - წერს ანტონიო კოსტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics